კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან ერთად გადაღებული რიგით მეორე ვიდეო სადაც გაგაცნობთ იმ 5 მარტივ თუმცა ძალიან საჭირო რჩევას რომელიც თითოეულმა დამწყებმა, თუ გამოცდილმა მოლაშქრემ უნდა გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა რომ თითოეული ეს რჩევა საყოველთაო ჭეშმარიტებად მოგეჩვენებათ და იტყვით რომ “ეს ხომ ისედაც ასეა, განა ვინ არ იცავს ამ რჩევებსო”, გეტყვით რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები თითოეული ამ პუნქტის უგულებელყოფის უხეშ ფორმებს. ახალი ფეხსაცმლით უამრავ მოლაშქრეს ჩაშხამებია გასვლა, ასევე უამრავი ახალბედა დაათრევს ზედმეტ და მძიმე ტვირთს ლაშქრობებში, ვინ მოთვლის რამდენ ადამიანს ჩაუქნევია ხელი ლაშქრობაზე, როგორც ჰობზე, იმის გამო რომ თავიდანვე ტიტანურ მარშუტებს შეეჭიდა. ასევე ბევრია ისეთი მოლაშქრე რომელიც გასვლის ორგანიზატორზე უფრო მეტადაა დამოკიდებული ვიდრე 1 წლის ბავშვი დედაზე, შესაბამისად მის გარეშე არც გზის გაგნება შუძლია და არც სამშვიდობოს გასვლა. ბუნების დაბინძურება დაზიანების ფაქტები რომ თავზე საყრელადაა ამაში იმედია დამეთანხმებით. ასე რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ეს 5 რჩევა, რათა შემდეგ ლაშქრობაში იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ IDS ბორჯომი საქართველოს, რათა დაინტერესდა ლაშქრობის თემატიკით და მათთან ერთად თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა გადაგვეღო 4 საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვიდეო. იმედი გვაქვს ბუნების მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, კონკრეტულად ლაშქრობა უფროდაუფრო მეტი კომპანიის ინტერესის სფერო გახდება.