არ მახსენდება თუნდაც ყველაზე ხანმოკლე და მარტივი ლაშქრობა სადაც არ გადავწყდომივარ დაზიანებულ ბუნებას. უკანონო ხე-ტყის ჭრა, სამხიდიანი მანქანებით, მაღალი გამავლობის მანქანებითა და მოტოციკლეტებით ეროზირებული გზები, უკანონო ნადირობა, დანაგვიანება, ერთ ლოკაციაზე უამრავი ნაცეცხლურით დამახინჯებული გარემო, უკანონო მშენებლობები, გაუდაბნოებული საძოვრები, ეს ალბათ მხოლოდ ნაწილია იმ გარემოსდაცვითი დიდი პრობლემებისა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვიდგას. ამ გრძელ სიას, პრობლემად, მოლაშქრეებიც რომ არ მივემატოთ, საჭიროა, გავითვალისწინოთ საქვეყნოდ ცნობილი “არ დატოვო ნაკვალევის” 7 მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო რჩევა. ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს, მრავალი პრეზენტაციაც წამიკითხავს, თუმცა აუდიტორია შეზღუდული იყო. ეს პირველი მცდელობაა, ჩვენთვის მტკივნეული თემები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.
ეს ვიდეო შექმნილია კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან თანამშრომლობით, დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და სალაშქრო თემებით დაინტერესებისთვის.
ვფიქრობთ საზოგადოების განვითარების ძალიან კარგი მაჩვენებელია ის თუ როგორც ექცევა ბუნებას, როგორ იცავს და უვლის მას მომავალი თაობებისთვის, ჩვენ ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო.