ჩვენი გვერდი | Our Page
fb.com/geostalk
შესაწირი | Donations
https://www.paypal.me/GEOSTALK
ობსერვატორია დაარსდა 1946 წელს სომეხი მეცნიერის, ვიქტორ ამბარცუმიანის ინიციატივით. ობსერვატორია განლაგებულია 1405 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, მთა არაგაცის კალთაზე და შედგება 10 ტელესკოპისგან. მათ შორის ყველაზე დიდია ZTA-2.6, 2,65მ დიამეტრის ამრეკლი სარკით, შემუშავებული ბაგრატ ოვანესიანის მიერ. შემდეგ მოდის ტელესკოპი შმიდტი 1 მეტრიანი დიაფრაგმით, მსგავსი ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში. ტელესკოპების შენობებისა და ვიქტორ ამბარცუმიანის სახლ-მუზეუმის გარდა ტერიტორია ასევე მოიცავს თვალწარმტაც ბოტანიკურ ბაღს. ობსერვატორიამ სახელი გაითქვა ამბარცუმიანის ხელმძღვანელობით მოქმედი სამეცნიერო ჯგუფის მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. პირველად დადასტურდა რომ ახლაც გრძელდება ახალი ვარსკვლავების წარმოქმნა. ასევე წარმოდგენილ იქნა ლეგენდარული ჰიპოთეზები გალაქტიკური ბირთვების აქტივობის შესახებ. აღმოჩენილ იქნა, რომ გალაქტიკური ბირთვების აქტივობის შედეგად გამოიყოფა დიდი ენერგია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს გალაქტიკების წარმოქმნა-განვითარებაში. რეალურად ეს იყო პირველი იდეები, რომლებიც სამყაროს დიდი აფეთქების და გაფართოების თეორიის სასარგებლოდ მეტყველებდნენ, რაც ამჟამად მსოფლიო კოსმოლოგიის საფუძველს წარმოადგენს. The Observatory was founded in 1946, by an Armenian scientist Victor Ambarqumiani. The observatory resides on the side of the Aragats mountain at 1405 meters fron sea level. Observatory contains 10 telescopes and the biggest one ZTA-2.6 which was designed by Bagrat Ovesyan, in size the next telescope type would be Schmidt with 1 diameter wide diapragm. The territory of the observatory other than the Ambartsumians house museum and telescope buildings also contains a botanical garden. Observatory gained renown by research lead by professor Ambartsumians and his team as they made discoveries. These discoveries were mostly about new stars being created and thus new worlds coming to be which reinforced the big bang theory. #geostalk #photography #abandoned #stalk #diggers #amazing #places #georgia #architecture #telescope #optical #burakan #armenia #astrophysics #observatory #მიტოვებული #დავიწყებული #საბჭოთა #დიგერები #სტალკერი #სომხეთი #ინდუსტრიული #ტურიზმი #ქალქი #ტელესკოპი # #ბიურაკანი #ასტროფიზიკური #ობსერვატორია
სურათები | Pictues
https://www.facebook.com/pg/geostalk/photos/?tab=album&album_id=2798702153749906