ჩვენი გვერდი | Our Page
fb.com/geostalk
დაეხმარეთ არხს | Donations
https://www.paypal.me/GEOSTALK
ობიექტის სურათები | Object Photo Album
https://www.facebook.com/pg/geostalk/photos/?tab=album&album_id=2307965129490280
ხიდი გაიხსნა 1976 წლის 3 დეკემბერს. ბაგირების დამჭერი კოლონის სიმაღლე შეადგენს 120 მეტრს. მისის სიგრძე არის 800 მეტრი. ხიდი არის კიევის ერთერთი უმთავრესი სატრანსპორტო არტერია. მასზე გადის საავტომობილო გზის 8 ზოლი. იგი მდებარეობს კიევის ჩრდილოეთში, რის გამოც 2018 წლის 23 მარტს იგი გადაარქვეს მოსკოვის ხიდიდან ჩრდილოეთ ხიდში. კოლონის ბოლოს იყო დიდი ზომის მეტალის ბარელიეფი, რომელიც მძარცველებმა მოიპარეს და დღესდღეობით იქ მხოლოდ კარკასია დარჩენილი. ხიდი აკავშირებს მარჯვენა სანაპიროს, ტროეშინას და ვოსკრესენკას უბნებს. მისი ასლი ასევე აშენდა ქალაქ რიგაში. პროექტის მთავარი ინჟინერი უყო გიორგი ფუქსი. ბაგირების დამჭერი კოლონიდან ბაგირები ჩამოდის სამ წყვილად, რომლების მეშვეობითაც ადგილობრივი რუფერები ადიან ხიდის უმაღლეს წერტილში. მეტალის ბაგირები დამზადებულია „ვორონეჟსტალმოსტ“-ის ქარხანაში ქალაქ ვორონეჟში. 2018 წლის სექტემბერში კიევის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ხიდი დაეკეტათ და მასზე ჩაეტარებინათ კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.