ხვედელიძეების მღვიმე | Khvedelidzeebis Cave
ჩვენი გვერდი | Our Page
fb.com/geostalk
შესაწირი | Donations
https://www.paypal.me/GEOSTALK
ობიექტის სურათები | Object pictures
https://www.facebook.com/pg/geostalk/photos/?tab=album&album_id=2540931549526969
ხვედელიძეების კლდის მღვიმე წარმოადგენს ორსართულიან მღვიმეს, მდებარეობს სოფ.ქვედა ზოდის ტერიტორიაზე მდ.ჯრუჭულას მხარეს, ზღვის დონიდან 435 მ-ის სიმაღლეზე, მდინარის დონიდან 4 მ სიმაღლეზე. სიგრძე 560 მ, სიგანე 6 მ, ხოლო სიმაღლე 1-10 მეტრია, მღვიმის ფსკერის ფართობი 1300 მ2, საერთო მოცულობა 73000 მ3. შესასვლეთან მღვიმის სიმაღლე 8-10 მეტრია, სიგანე 2 მეტრი. მას აქვს მკაფიოდ გამოხატული მიმართულება ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, რაც შეესაბამება დარკვეთ-ზოდის პლატოს კირქვიანი შრეების დახრილობას. „ხვედელიძეების კლდის“ მღვიმეში მორფოგრაფიულად ორი განსხვავებული ნაწილი გამოიყოფა. წინა ნაწილში, მღვიმე ინვითარებს სხეულებს, საფეხურებს; მღვიმის კედლოვანი ზედაპირები ძლიერადაა დაკარსტული. მღვიმეში გაედინება უმნიშვნელო დებიტის მქონე ნაკადი, რომელიც ზოგან ფსკერის მთელ სიგანეზეა გადაშლილი თაღის გასწვრივ, მკაფიოდ გამოიყოფა სხვადასხვა ფორმის ნაპრალები, ალაგ-ალაგ არის კარგად განვითარებული, დიდი ზომის სტალაქტიდები, გამდნარი ნაკადი შეუძლებელს ხდის სტალაქტიდების აღმოცენებას. გვირაბის საშუალო სიმაღლე 5-7 მეტრია, სიგანე 2-4 მ, შესასვლელიდან 330-ე მეტრზე 6 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ეშვება კალციტით მოფარდაგებულ შვეულ ფერდობზე და იქვე ძირში საკმაოდ ღრმა მორევს აჩენს. ჩანჩქერთან 13 მ-მდე სიმაღლის გუმბათისებური დარბაზია, რომლის თაღიდან განუწყვეტლივ წვეთავს, დარბაზს აქვს კონუსური ფორმა, რომელიც განივრდება ფსკერისპირა ზოლში, მის აღმოცენებას ხელი შეუწყო ღვარების ინტენსიურმა შემოსვლამ, აგრეთვე ვერტიკალურმა ნაპრალმა, რომელიც წყლის გამხსნელი მოქმედებით გაფართოვდა. ჩანჩქერის ზემოთ მღვიმის მეორე სართულია წარმოდგენილი. თუ მხედველობაში არ მივიღებთ რომლითაც ის ემსგავსება პირველ სართულს, სხვა ნიშნებით იგი განსხვავდება მისგან. მღვიმის ეს ნაწილი უფრო დაბალია, ინტენსიურ ზრდაში მყოფი სტალაქტიდოვანი ნაღვენთების უფართოესი გავრცელება აიხსნება ჭერზე სანიაღვარე ნაპრალების არ არსებობით და წყლის ჟონვის ხელსაყრელი პირობებით ნაღვენთები კარგადაა დაცული, ბევრგან გვხვდება ლამაზად მოჩუქურთმებული ზედაპირები, ჩანასახოვანი და დიდი ზომის სტალაქტიდები. მღვიმის ეს ნაწილი, რომელსაც ტურისტები იშვიათად ნახულობენ 190 მ-ზე იმდენად ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუღწევადია, ვიწრო ხვრელიდან უბერავს ქარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მღვიმე დაკავშირებულია ზედაპირთან. წვიმებისას მღვიმიდან დიდი ნაკადი გამოედინება. Khvedelidze’s cliff side has a two-story cave. This place near the Lower Zodi village near the river Jruchula which is about 435m from the sea level. It is 4 meters from the river, length 560 meters and width of 6 meters, height 1-10 meters. In total the cave is about 73000 M3. At the entrance the cave is 8-10 meters tall and 2 meters wide. The cave goes from North-West towards South-East. The cave’s floor is a source for water. The floor has water coming out of many spots and sometimes covers a large area. The cave also features many different stalagmites and some very big ones. About 330 meters in there is a waterfall inside the cave which creates a whirlpool. After the waterfall the second floor of the cave starts. The second floor is lower in height about 4-5 meters tall with a lot of stalagmites. After this the tunnel gets very small, usually tourists don’t even try to go trough it’s a very tight space between walls which is almost impossible to traverse. In the cave you will feel a slight breeze or sometimes it may get windy which tell us that it is connected to the surface by other exits/holes. It’s interesting that during rains a lot of water collects in the cave and then it starts seeping out. #geostalk #urbex #urban #exploration #photography #abandoned #stalk #diggers #amazing #places #georgia #architecture #pioneer #palace #miner #tchiatura #მიტოვებული #დავიწყებული #საბჭოთა #დიგერები #სტალკერი #ჭიათურა #ინდუსტრიული #ტურიზმი #ქალქი #აღმოაჩინეჭიათურა #discovertchiatura #spendyoursummeringeorgia