ჩვენი გვერდი | Our Page
fb.com/geostalk
შესაწირი | Donations
https://www.paypal.me/GEOSTALK
ობიექტის სურათები | Object pictures
https://www.facebook.com/pg/geostalk/photos/?tab=album&album_id=2859983977621723
1930 წლის დასაწყისში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აშენებულიყო ორი МО-1-180 ტიპის საარტილერიო ბატარეა, რომელიც შედგებოდა ოთხი 180 მმიანი ქვემეხისგან. მათი წარმოება ლენინგრადის მეტალურგიული ქარხსნის მიერ 1934 წლის ბოლოს დაიწყო. გეგმის თანახმად 1935 წლის ივლისსა და აგვისტოში უნდა დაემონტაჟებინათ შეიარაღება, მაგრამ იაპონიის მიერ თავდასხმის საფრთხის გათვალისწინებით ერთ-ერთი ბატარეა МО-1-180 გაგზავნილი იქნა შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში. ბატარეა 431 აშენდა ურეხის დასახლებასთან, ბათუმის შემოგარენში, 3,7 კილომეტრით ზღვიდან. შეიარაღებაში მოიპოვებოდა ოთხი 180-MM ქვემეხი. ყოველი ქვემეხის დანადგარის ქვევით განთავსებული იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც აკავშირებდა ყაზარმებსა და სხვადასხვა ბაზის პუნქტებს. მეორე მსოფლიო ომის დროს, იყო ერთადერთი შემთხვევა, სადაც საჭირო გახდა ბატარეის საომარ ვითარებაში ჩაბმა. 28 ნოემბერს 1942 წ. 12 სთ-სა და 12 წუთზე. სამეთვალყურეო პოსტების მიერ აღმოჩენილი იქნა გონიოსა და სარფში, მტრების წყალქვეშა ნავი. ბატარე 431 – ის მიერ განხორციელდა სროლა 12-ჯერ, პირველივე სროლაზე წყალქვეშა ნავი ფსკერზე დაეშვა. მათ მოსანახად გაგზავნილი იქნა კატერი, ორი თვითმფრინავი Hurricane და ორი MBR-2, მაგრამ მათ ვერ აღმოაჩინეს ჩაძირული წყალქვეშა ნავი. ომის შემდეგ ბატარეა 431 დაკონსერვდა. მიწისქვეშა გვირაბები წყლით დაიფარა, შეირაღება გაიტანეს 1989 წლის პირველ მარტს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ფრთოვანი რაკეტების დევიზიონის დაარსება, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის შედეგად პროექტი შეჩერდა. დღესდღეობით ტერიტორიაზე შემოინახა ბეტონის კონსტრუქციები, რომლებზეც იყო ქვემეხები იყო დამონტაჟებული. ასევე შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობა. მიწისქვეშა დონეები ნაწილობრივ არიან დატბორილი და იქ გადასაადგილებლად საჭიროა მაღალი რეზინის ბოტები