გამარჯობა ყველას!
დღევანდელ ვიდეოში მინდა განახოთ რა პროდუქტები მიმაქვს ზაფხულის მოგზაურობაში.
წელს მეგობრებთან ერთად მივემგზავრები იტალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე და გადავწყვიტე ყველაფერი, რასაც ჩემოდანში ჩავალაგებ თქვენც განახოთ და მოგიყვეთ მათ შესახებ.
რაც მთავარია ვიდეოში ნახავთ ჩემს შოპინგს აფთიაქში, სადაც იმ აუცილებელ პროდუქტებს შევიძენ, რაც ყევლას გამოგადგებათ საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოგზაურობაში.
იმედია ისიამოვნებთ, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
აქვე გთავაზობთ აფთიაქში შეძენილი პროდუქტების ფასებს:
1. თვალის პატჩები ( 30 წყვილი) 67.35 ლარი
2. სახის ნაჭრის ნიღბები – 1ც. 4.02 ლარი
3. სახის დასაბანი ქაფი – 28.85 ლარი
4. კოდალის სილამაზის ელექსირი – 35 ლარი