200 (!!) ლარად გიშოპინგიათ? მე არასდროს… ცოტა წარმოუდგენელიც იყო ეს მისია ჩემთვის. მაგრამ თურმე თბილისშიც გვაქვს ისეთი მაღაზიები, სადაც ბრენდები ძააალიან ხელმისაწვდომ ფასად იყიდება. ეს არის აუთლეთი გლდანში (მის: შეშელიძის 124), რომელზეც ბევრი მსმენია და როგორც იქნა მოვაღწიე აქამდე 🙂 ყველაზე მსუყედ ბრიტანული ბრენდი COS არის წარმოდგენილი, თუმცა ისეთ ძვირადღირებულ ბრენდებსაც ნახავთ, როგორიცაა Georgio Armani, Richmond, GFFERRE, Faith Connextion (ამ ბრენდის აქ აღმოჩენას საერთოდ არ ველოდებოდი)
არის ასევე: Mango, Guess, H&M, Zara, Tom Tailor, Geox და ა. შ.
ატელიე აუთლეთში არის ქალების, კაცების და ბავშვების ტანსაცმელი.
ჩემი რჩევა იქნება, რომ მიხვიდეთ შაბათს, რადგან ყოველ პრასკევს საღამოს იღებენ ახალ კოლექციას.
მუშაობს დილის 10-დან საღამოს 10-მდე. ასე რომ, ძაააალიან მოსახერხებელია.
იმედია გამოგადგებათ ეს ვიდეო 🙂
გკოცნიით:**