თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეორე წელია კეთდება პროექტი “თბილისის გარშემო”, ეს წამოწყება გულისხმობს მოხალისეების და მსურველების თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მიმართულებებზე სრულებით უფასოდ წაყვანას. 2018 წელს 700 მოლაშქრე გვყავდა წაყვანილი ლაშქრობებში, 500 ერთდღიანზე, 200 ორდღიანზე. წელს, 2019-ში დაგეგმილია 250 მოლაშქრის წაყვანა ორდღიან გასვლებზე. გვიხარია რომ საშუალება გვაქვს ლაშქრობებში წავიყვანოთ ბევრი ისეთი ახალგაზრდა რომელიც ტყეში ღამისთევიც არცერთხელ არაა დარჩენილი. ამ ვიდეოში ასახულია ჩვენი ერთერთი გამორჩეული გასვლა და მარშუტი “წოდორეთი-ძალანთხევი-წოდორეთი”, ამ ლაშქრობაში მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის 40 მოხალისე. პირველი დღე ხევში ვიარეთ, სიცხის გამო დამშრალი დაგხვდა თუმცა მაინც ძალიან საინტერესო გასავლელი იყო. დავბანაკდით ქედზე სიგრილეში, ხოლო მეორე დღეს ტყის ბილიკით კვლავ საწყის წერტილს დავუბრუნდით.